„13 ივნისს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 200 მილიონი ლარია საჭირო“

„13 ივნისს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 200 მილიონი ლარია საჭირო“

დედაქალაქის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭირო თანხა გაზრდილია და მასში შედის ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებული ხარჯები.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამ დროისთვის მობილიზებულია 18 მლიონ ლარამდე. მისი ვარაუდით, მთლიანი თანხა სექტემბრამდე იქნება მოძიებული.

„თანხის მოსაზიდად სხვადასხვა უწყებებთან და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. მათი დახმარების იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, მომავალი 1 თვის მანძილზე, საჭირო თანხის მობილიზებას შევძლებთ, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელს, ამ ეტაპზე საჭირო, 8 მილიონი ლარის გადარიცხვისთვის. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სტიქიით დაზარალებულთათვის ამ დროისთვის 10 700 000 მილიონი ლარი აქვს გადარიცხული.