პარლამენტი დღეს

პარლამენტი დღეს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს

პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიაზე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გათვალსწინებულია, რომლიც საერთაშორისი ფინანსურ ინსტიტუტებს ჰქონდათ.

,,მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა მეორე მოსმენით მუშაობა გასულ ხუთშაბათს დაასრულა, ჩვენ კიდევ რამდენიმე დღით გადავდეთ ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა, რათა ყველას საშუალება ჰქონოდა გარკვეულიყო საკითხებში. მხედველობაში გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები. Aამ დღეებში სავალუტო ფონდთან ინტენსიური კონსულტაციები იყო და მათი შენიშვნების უდიდესი ნაწილი ასახულია კანონპროექტში. Aარის რამდენიმე საკითხი, რომელზეც პარლამენტის წევრებს ჰქონდათ შენიშვნები და ეს შეიძლება პარლამენტის სხდომაზეც აისახოს", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და უფრო დეტალური მსჯელობა სხდომაზე მოხდება.