ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბერისთვის აღდგება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბერისთვის აღდგება

13 ივნისის სტიქიის შემდგომ ინფრასტრუქტურული პროექტებისა და აღდგენითი სამუშაოებისათვის დედაქალქის ბიუჯეტში 15 მილიონი ლარია განაწილებუილი.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მოსახლეობას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თბილისის ბიუჯეტში ამ დროისათვის არსებული და უკვე განაწილებული თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ინფრასტრუქტურის პროექტების და აღდგენითი სამუშაოებისათვის დედაქალქის ბიუჯეტში 15 მილიონი ლარია განაწილებუილი. აღნიშნული თანხიდან 12 მილიონი მობილიზებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან. 2 მილიონზე მეტი მერიამ შიდარესურსების განაწილებით მიიღო, ხოლო კერძო სექტორიდან 1.5 მილიონი ლარით არის დაფინანსებული სამუშაოები, სადაც დაზარალებულ მოსახლეობას  საცხოვრებელი სახლების და ეზოების შეკეთებაა უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად ქალქის ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისათვის თანხები ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები ამირეჯიბის ქუჩის აღსადგენად. მათ შორის უსაფრთხოების ზომების გასატარებლად, რათა სექტემბრის ბოლოსთვის მოხდეს გზის გახსა და ქალაქი ავარიდოთ სერიოზულ სატრანსპორტო ბრობლემებს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.