რიზეში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ხათუნა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „პირWელს“ რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკიდან აცნობეს, მას სუნთქვა აღუდგა და ხელოვნური სუნთქვის აპარატი მოუხსნეს.
მეორე დაშავებული გიორგი მალაყმაძე კი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რიზეში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ქართველი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.