სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდმა

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდმა "ქართუმ" დამატებით კიდევ 8 მილიონი ლარი გადარიცხა

დღეის მდგომარეობით, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლებისა და სახლების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა 18 მილიონ ლარზე მეტია.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა.

„დღეის მდგომარეობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის, განსახლებისა და სახლების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა 18 მილიონ ლარზე მეტია. აქედან დღეს მობილიზებულია 10 მილიონი ლარი. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს იმისათვის, რომ წესით აღებული ვალდებულების შესასრულებლად დამატებით კიდევ 8 მილიონი ლარი ჩაირიცხება და შესაბამისად, ის თანხა, რომელიც საჭირო იყო ამ წესის აღსასრულებლად, სრულად შეივსება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.