ნატო შემოდგომაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს

ნატო შემოდგომაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და მისი მოკავშირეები 2002 წლის შემდეგ, პირველად ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ჩაატარებენ. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"ჩვენ ვერ გავაკეთებთ არჩევანს აღმოსავლეთ და სამხრეთ საფრთხეებს შორის. ჩვენ ორივესთვის უნდა მოვემზადოთ", - აღნიშნა ნატო-ს გენერალმა ჰანს-ლოთარ დომროსმა.

"როიტერის" ცნობით, ნატო-ს საშემოდგომო სწავლებებში 30-ზე მეტი ქვეყნის 36 ათასი სამხედრო, მეზღვაური და მფრინავი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს არაწევრი ქვეყნები, როგორებიცაა შვედეთი და ავსტრია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო 13 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური სწავლებები იქნება.

სწავლებები, სახელწოდებით, თრიდენტ ჟუნცტურე მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.