ჰიპერმარკეტ

ჰიპერმარკეტ "გორგიაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ჰიპერმარკეტ "გორგიაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს , დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბი ემ სი გორგიადან" აცნობეს, ხანძარი ჰიპერმარკეტში მეორე სართულზე გაჩნდა. იყო დიდი გაკვამლიანება. ადგილზე იმყოფებოდა სამი სახანძრო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სავარაუდოდ, იგი ელექტროსადენებს გაუჩნდა.