ჰიპერმარკეტ

ჰიპერმარკეტ "გორგიაში" ხანძარი გაჩნდა

ჰიპერმარკეტ "გორგიაში" ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 8 ადამიანი არის დაშავებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.