აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა მკაცრი განცხადება გააკეთოს

აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა მკაცრი განცხადება გააკეთოს

საპარლამენტო უმცირესობამ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა.

როგორც დეპუტატმა გიგი წერეთელმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, უმცირესობამ რეზოლუციის პროექტი მოამზადა და აუცილებელია პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი განცხადება გააკეთოს.

"საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი შევიმუშავეთ და ვფიქრობ, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა მკაცრი განცხადება გააკეთოს. არ არის აუცილებელი დაველოდოთ სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები რა განცხადებას გააკეთებენ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანები უნდა ვიყოთ და ვთავაზობთ უმრავლესობის წარმომადგენლებს დღესვე პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელოთ ამ თემაზე. არა მგონია ოკუპაციასთან დაკავშირებით ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს", - განაცხადა გიგი წერეთელმა ბიუროს სხდომაზე.

უმცირესობის წინადადებას ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.