ტორონტოში 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო მსვლელობა გაიმართა

ტორონტოში 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო მსვლელობა გაიმართა

ტორონტოში თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა ორგანიზაცია COSHP-ის მიერ იყო ორგანიზებული.

"თბილისში მომხდარმა სტიქიამ გაგვაერთიანა, რათა ორგანიზება გავუწიოთ თანხის შეგროვების კამპანიას და დავეხმაროთ საქართველოს ტრაგიკული წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ახალგაზრდების ჯგუფთან საქართველოში და შეგროვილი შემოწირულობები მთლიანად ოჯახებს გადაეგზავნებათ", - განაცხადა ორგანიზაცია COSHP-ის თანადამფუძნებელმა ვახტანგ კონძარიამ.

ტორონტოში გამართულ საქველმოქმედო მსვლელობას სხვადასხვა კერძო კომპანიებიც შეუერთდნენ.

"დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ მშვენიერ და სტუმართმოყვარე თბილისს, რათა რაც შეიძლება მალე მოახდინოს რეაბილიტაცია. ჩვენს გუნდს სურს, რომ თბილისი ისევ გაძლიერებული ნახოს", - აღნიშნა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.