თურქეთში მომხდარი ინციდენტი გენერალურმა საკონსულომ პირად კონტროლზე აიყვანა

თურქეთში მომხდარი ინციდენტი გენერალურმა საკონსულომ პირად კონტროლზე აიყვანა

საქართველოს გენერალური კონსულის ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, რიზეში მომხდარ ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტს, დიდი რეზონანსი მოჰყვა.

საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე რიზეში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკონსულოს თანამშრომლები სასამართლო პროცესებს დაესწრებიან.

„ანალოგიური ფაქტი აქ არ მომხდარა და რიზეში აღშფოთებულია მოსახლეობა. რაც შეეხება გენერალურ საკოსულოს, ჩვენ პირად კონტროლზე ავიყვანეთ რიზეში მომხდარი შემთხვევა. ჩვენი თანამშრომლები დაესწრებიან ყველა სასამართლო პროცესს“, - აცხადებს ავთანდილ მიქაცაძე.

რიზეში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ აგრესია კამერების გამოჩენამ გამოიწვია.

“რიზეს საავადმყოფოში მისვლისთანავე  დაგვხვდენ ის ქართველები, რომლებიც თვითმხილველები იყვნენ ამ ავარიის. მე და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ბუნებრივია გავესაუბრეთ და გვინდოდა მათი ჩაწერა. ოპერატორებმა ამოიღეს კამერები, რასაც თურქი მოქალაქეების მხრიდან, მძაფრი რეაქცია მოყვა. ისინი გვიწევდნენ წინააღმდეგობას, რომ ოპერატორებს არ დაეწყოთ გადაღება. აგრესიაზე გადავიდნენ და ჩემს ოპერატორსაც შეეხნენ ხელით. აჭარის ტელევიზიის ოპერატორსაც დაარტყეს“, - განუცხადა „პირWელს“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა თეა ვაშალომიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მომხდარი ავარიის გასაშუქებლად, რიზეში ჩასულ ქართველ ჟურნალისტებს

ავარიაში ერთ-ერთი დაშავებულის, თურქეთის მოქალაქის ახლობლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დამტვრეულია ტელევიზიის კუთვნილი კამერა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რიზეში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ქართველი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.