პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმცირესობის რეზოლუციის პროექტს კამათი მოჰყვა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმცირესობის რეზოლუციის პროექტს კამათი მოჰყვა

საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ,,მცოცავ ოკუპაციასთან" დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა. როგორც უმცირესობის წევრებმა აღნიშნეს, საკითხის სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

ბიუროზე საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის წინადადება უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, საკითხზე პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს, თუმცა თემის სირთულიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს საკითხის შეჯერება და საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომში მიღება.