„წარმოგიდგენთ დოკუნემტაციას, სადაც ნათელაშვილი  პუტინს, ჟირინოვსკის და იგორ ივანოვს შეხვედრას ეხვეწება“

„წარმოგიდგენთ დოკუნემტაციას, სადაც ნათელაშვილი პუტინს, ჟირინოვსკის და იგორ ივანოვს შეხვედრას ეხვეწება“

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელს და ყოფილ თანაგუნდელს სიცრუეში სდებს ბრალს.

როგორც ძაგანიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ის შალვა ნათელაშვილს სიცრუეში ამხელს იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პუტინს, ჟირინოვსკის და მაღალი დონის სხვა რუს პოლიტიკოსებს მიმართავს.

"მოგეხსენებათ, ნინო ბურჯანაძე რამდენიმე დღის წინ ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, ნათელაშვილმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოება მოიეტყუებინა, თითქოს, ისიც იყო  მიწვეული და მან პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა აღნიშნულ ღონისძიებას დასწრებოდა. ნათელაშვილის ეს განცხადება დიდი სიცრუეა, რადგანაც წარმოგიდგენთ დოკუნემტაციას, სადაც ნათელაშვილი  პუტინს, ჟირინოვსკის და იგორ ივანოვს შეხვედრის თაობაზე ეხვეწება. რა თქმა უნდა,  რუსეთის ხელისუფლების ლიდერები არ შეხვდნენ მას, რადგანაც ნათელაშვილს როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე ქართველ ამომრჩევლებთანაც ავტორიტეტი დაკარგული ჰქონდა, მას შემდეგ, რაც მან ხალხის სიყვარული და პარტიის რეიტინგი ვანო მერაბიშვილთან მწვანე დოლარებზე გადაახურდავა. წარმოდგენილ დოკუმენტებში კი აღნიშნული არის, თუ როგორი მონური მორჩილებით სთხოვს ნათელაშვილი შეხვერდას ამ პერსონებს, რომლებიც საქართველოს ოკუპაციის საკითხებს მართლაც განსაზღვრავენ. ჩვენ გვინდოდა გვემხილებინა ნათელაშვილი მის სიცრუეში, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ადრე თუ გვიან, უნდა დამთავრდეს საქართველოში ასეთი პოლიტიკოსების ორატორია და პასუხი უნდა გაეცეს ყველა სიცრუეს, რათა არ მოხედს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა ძაგანიამ.

კახა ძაგანიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სხვადასხვა დროს, შალვა ნათელაშვილის მიერ რუსეთის პოლიტიკური ელიტისადმი გაგზავნილ წერილებს მოიცავს, მათ შორისაა, ვლადიმერ პუტინთან, დიმიტრი მედვედევთან, სერგეი ივანოვთან და ვლადიმერ ჟირინოვსკისთან გაგზავნილი კორესპონდენცია. დოკუმენტების თანახმად ლეიბორისტული პარტიის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, იმ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი მედვედევს და უშიშროების საბჭოს მდივანს სერგეი ივანოვს სთხოვს, რომ რუსეთში ვიზიტისას მასთან შეხვედრები გამართონ.