სააკაშვილის პირადი ამბიციები და ინტერვიუ BBC-სთან

სააკაშვილის პირადი ამბიციები და ინტერვიუ BBC-სთან

მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია BBC-ის გადაცემა HardTalk-თან ვრცელ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე რეფორმებზე და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ოდესის ოლქის გუბერნატორის თქმით, მისი მთავარი ამბიცია უკეთესობისკენ ცვლილებაა. სააკაშვილს იმედი აქვს რეფორმების წარმატებულად ჩატარების.

"უკრაინის პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, პუტინი დამარცხდება, მთელი რეგიონი და ევროპა ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ მე თითქოს ცენტრალურ ხელისუფლებაში გადავალ, მინდა განვაცხადო, რომ მე ამას არ ვიზამ, ვინაიდან თავიდანვე ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნაზე უარი განვაცხადე. მე არ გამაჩნია პირადი ამბიციები, მე მხოლოდ უკეთესობისკენ ცვლის ამბიცია გამაჩნია, ამიტომაც ოდესაში ცვლილებების გზით, შევეცდებით ნაციონალურ პოლიტიკაზე ზეგავლენა ვიქონიოთ", - განაცხადა BBC-თან საუბარში მიხეილ სააკაშვილმა.