პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში „ვლაქერნობის“ დღესასწაულს ესწრება

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში „ვლაქერნობის“ დღესასწაულს ესწრება

დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაული აღინიშნება. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში „ვლაქერნობის“ დღესასწაულს ესწრება.

ღვთისმშობლის კვართი მუზეუმიდან გადააბრძანეს ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო ლიტურგია აღავლინა.

მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს. „ვლაქერნობას“ უამრავი მომლოცველი ესწრება.