ხარშილაძისა და ძაძამიას საქმეზე FBI-ს დასკვნის დართვა ფაქტობრივ გარემოებებს არ შეცვლის

ხარშილაძისა და ძაძამიას საქმეზე FBI-ს დასკვნის დართვა ფაქტობრივ გარემოებებს არ შეცვლის

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების ხარშილაძისა და ძაძამიას საქმეზე FBI-ს დასკვნის დართვა ფაქტობრივ გარემოებებს საერთოდ არ შეცვლის , - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე პროკურატურას დაევალა FBI-ს დასკვნის წარდგენა სასამართლოში. პროკურორმა განმარტამ, რომ უშუალოდ ამ საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოს არ დაუვალდებულია და დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების ინტერპრეტაციას ახდენს.

"დაცვის მხარემ იშუამდგომლა და არა, ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ, არამედ პროკურატურას დაეკისრა ვალდებულება წარმოადგინოს FBI-ს დასკვნა სასამართლოში, თუმცა აღნიშნული დასკვნის წარდგენა ფაქტობრივ გარემოებებს საერთოდ არ შეცვლის", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

დაცვის მხარის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით კი, ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნის სრულად წარმოდგენა აუცილებელია, რათა ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც ხარშილაძისა და ძაძამიას საქმეს იხილავენ, სრული სურათი შექმნათ იმისა, რაც მოხდა. ადვოკატის განცხადებით, ვადები, როდესაც პროკურატურამ დასკვნა სასამართლოს უნდა წარუდგინოს, განსაზღვრული არ არის, თუმცა ეს უნდა მოხდეს პროცესების განმავლობაში.

"დაცვამ მოითხოვა FBI-ს ყველა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სრულად წარმოდგენა სასამართლოში. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და ჩვენ ველოდებით თუ როდის წარმოადგენს პროკურატურა სრულ მასალას. თუკი წარმოდგენილი იქნება მასალების ნაწილი, სრულ სურათს ვერ მივიღებთ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

რაც საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, დღეს დაცვის მხარის მოქმეები დაიკითხებიან, კერძოდ სასამართლოს წინაშე ჩვენებას მისცემენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ბრალდების მხარის ინფორმაციით, დაადასტურებენ თუ რა ვალდებულებები გააჩნდათ ხარშილაძესა და ძაძამიას ჟვანიას დაცვის პერიოდში.