გლდანში კორპუსის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

გლდანში კორპუსის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად, მსხვერპლი 5-მდე გაიზარდა. მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნანგრევებში გვიან ღამით იპოვეს, ამის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია დასრულდა. 

გვიან ღამემდე მიმდინარეობდა აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი გოგონას ოპერაცია. დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული კიდევ ერთი - 30 წლამდე ასაკის ქალი. 

აფეთქების შედეგად, 45 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, რომლებმაც ღამე სასტუმროებში გაატარეს. 

გლდანის მე-6 მიკრორაიონის #2 კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები კი, დღეიდან დაიწყება. 

გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს გლდანის გამგეობა დაფარავს.