აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მაშველებმა მეოთხე ცხედარი ამოიყვანეს

აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მაშველებმა მეოთხე ცხედარი ამოიყვანეს

გლდანის მე-6 მიკრორაიონში აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მაშველებმა მეოთხე ცხედარი ამოიყვანეს .

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში დაუდასტურეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. მისი ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.