თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი დაშავდა

თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი დაშავდა

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზესთან მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ განუცხადა, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. გარდაცვლილია ერთი ქალბატონი.

"აჭარაში მცხოვრები ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი რიზესთან ავარიაში მოხვდნენ. შემთხვევის შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი არდაშენის საავადმყოფოშია მოთავსებული", - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

მისივე თქმით, ის ამ წუთებში თურქეთში მიემგზავრება, რათა ქართულმა მხარემ დაშავებულებს დახმარება გაუწიოს.