"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის ზოგიერთი მუხლი 2016 წელს ამოქმედდება

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის ზოგიერთი მუხლი 2017 წლის მაგივრად, 2016 წელს ამოქმედდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ სამუშაო თათბირზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და პარლამენტის წევრები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობენ.

სამუშაო თათბირს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.