ნატომ საქართველოსთან დაახლოება უნდა განაგრძოს

ნატომ საქართველოსთან დაახლოება უნდა განაგრძოს

ნატომ საქართველოსთან დაახლოება უნდა განაგრძოს და განახორციელოს ალიანსში წევრობის პერსპექტივის დემონსტრირება. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმი შიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა მედიის ინფორმაციაზე საქართველოს მოქალაქეების იმედგაცრუების შესახებ ევროატლანტიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. თუნდაც საუბარი არ იყოს ნატოსა და ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს პერსპექტივები რეალური გახდეს", - აღნიშნა ჯეიმი შიმ.

მისი თქმით, ნატო ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და თბილისთან ახლოს აფუძნებს სასწავლო ცენტრს, ასევე, ატარებს საქართველოსთან ერთობლივ წვრთნებს შავ ზღვასა და ხმელეთზე.

"ჩვენ გარკვევით ვამბობთ, რომ განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს. ვარშავის სამიტზე მთავარი საკითხი იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჩერნოგორიის ფონზე, რომლის ალიანსის წევრობა აქტიურად განიხილება", - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.