15-16 ოქტომბერს საქართველოს 300-მდე მაღალი რანგის სტუმარი და ბიზნესმენი ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საორგანიზაციო საკითხები კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმის პირველ დღეს გაიმართება თემატური პანელები და დისკუსიები ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ვაჭრობის შესახებ. მეორე დღე აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას ადა საქართველოს საინვესტიციო ფორუმს დაეთმობა.
სტუმრებისთვის, ასევე დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.