საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის , ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის ელჩთან გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ ნორლანდს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.