გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების ხმა რამდეჯერმე გაისმა.
შემთხვევა "ვარდების რევოლუციის" პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას უკვე ცდილობს.