საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი სამხედრო თვითმფრინავი დღესაც კი ასრულებს სამხედრო მისიებს ავღანეთში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს მეცნიერებათა აკადემიაში განუცხადა, სადაც ღონისძიებას ესწრება სახელწოდებით "ალექსანდრე ქართველი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები".
"ალექსანდრე ქართველის მაგალითი არის შთაგონების წყარო. იმ სამი წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვცხოვრობ, რაც უფრო მეტს ვეცნობი ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ, მით უფრო მეტს ამბობს იგი. ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ეს არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი, მაგრამ ამავე დროს მაგალითი ამერიკაში იმ ქვეყნის ისტორიისა, როდესაც ქართველი გაემგზავრა იქ, იმსახურა და იმუშავა ინჟინრად, შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო თვითმფრინავი ამერიკის ისტორიაში, რომელიც დღესაც კი ასრულებს სამხედრო მისიებს ავღანეთში", - განაცხადა ნორლანდმა.
მისივე თქმით, ეს არის შთაგონება ყველა ახალგაზრდა ქართველი სტუდენტისთვის, რომლებიც შესაძლოა ეუფლებიან მომავალ კარიერას და პროფესიას ავიაციის, საინჟინრო საქმეში, მეცნიერებაში თუ ტექნოლოგიაში.
"ეს არის კარგი მაგალითი საქართველო-ამერიკის ურთიერთობისთვის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.