რაც უფრო მეტ არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი, საქართველო მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს

რაც უფრო მეტ არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი, საქართველო მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ის, რაც საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს არის მცოცავი ანექსია და ოკუპაციის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამან 2008 წელს აქტიური ფაზა მიიღო და იმის შემდეგ მუდმივად, ყოველდღიურად "რაღაც მასშტაბით და რაღაც დოზით ხდება".

"პროცესი სამწუხაროა, ძალიან მძიმეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს თავის ძალიან მყარ, მკვეთრ, მიზანმიმართულ პოლიტიკას იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მარტივად მივიდეთ საბოლოო მიზნამდე საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ჩვენ თუ არ ვიქნებით იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლითაც დღეს მსოფლიო ელაპარაკება რუსეთს, არაფერი არ გამოვა. ასეთი ქმედებები ნამდვილად არ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური იქნება პასუხი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან და საქართველო, საბოლოო ჯამში, თავის მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს რაც უფრო მეტ მსგავს არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.