მაშველებმა 40 წლამდე ქალის ცხედარს მიაკვლიეს, რომელიც სამი დღის განმავლობაში ოჯახში არ გამოჩენილა.
როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, იგი ტყეში, ტყემლის საკრეფად იყო წასული, თუმცა მისი კვალი დაიკარგა.
სამძებრო სამუშაოებში ოჯახთან ერთად, სამაშველო სამსახური იყო ჩართული. სამაშველო ჯგუფებმა ქალბატონს გარდაცვლილს მიაკვლიეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალის სხეული დანაწევრებულია და არის ვარაუდი, რომ ის მტაცებელმა ცხოველმა, სავარაუდოდ, მგელმა ან ტურამ დაგლიჯა.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის რაიონულ პროზექტურაში უტარდება.