ანგელა მერკელი:    საბერძნეთის საკითხზე შეთანხმება ნებისმიერ პირობით არ მოხდება

ანგელა მერკელი: საბერძნეთის საკითხზე შეთანხმება ნებისმიერ პირობით არ მოხდება

ევროზონის სამიტს ევროჯგუფისგან დოკუმენტები არ მიუღია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საუბარი საბერძნეთის პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყება. ამის შესახებ სამიტზე დასასწრებად მისულმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს გასაკვირი არ არის, რადგან ექსტრემალურად მძიმე ვითარებაა. წინ გველის ურთულესი მოლაპარაკებები. შეთანხმება ნებისმიერი პირობებით არ მოხდება. ევროზონის ფარგლებში თანამშრომლობის პრინციპები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საბერძნეთის მომავალი", - განაცხადა მერკელმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კი განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობამ უნდა შეძლოს ევროპელ პარტნიორებთან ნდობის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება ძალიან რთულად არის.

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი პირობას დებს, რომ იბრძოლებს უკანასკნელ წამამდე იმისთვის, რომ საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცი კი, იმედოვნებს, რომ საბერძნეთთან დაკავშირებით კომპრომისი იქნება. "საჭიროა ყველა მხარემ შეძლოს გამონახოს კონსტრუქციული გადაწყვეტილება" , - განაცხადა შულცმა.