სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება ბილეთების შესყიდვის მსურვეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

"ფედერაციამ გაითვალისწინა ის, რომ ამ ხალხს ბევრი პრობლემები ჰქონდათ და ორი-სამი დღე ვაკის პარკის ტერიტორიაზე ათენებდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ბილეთების გაყიდვა არ შეწყდეს. სალაროები გაღებული იქნება ბოლო ბილეთის გაყიდვამდე", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთის მდგომარეობით, 8 700 ბილეთია გაყიდული.

"ბილეთების გაყიდვის მხრივ ფეხბურთის ფედერაცია პრობლემებს არ ქმნის", - აღნიშნა სიჭინავამ.

სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დილის 09:00 საათიდან დაიწყო და 21:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში უეფას სუპერთასის ბილეთებს გულშემატკივრები დილიდან უწყვეტ რეჟიმში ყიდულობენ.

უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.