საფრანგეთის პრეზიდენტი საბერძნეთის მიერ ევროზონის დროებით დატოვებას გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი საბერძნეთის მიერ ევროზონის დროებით დატოვებას გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საბერძნეთის მიერ ევროზონის დროებით დატოვებას გამორიცხავს. "არავითარი საბერძნეთის დროებით ევროზონიდან გამოსვლა. ან გადის, ან არა", - განაცხადა ოლანდმა.

მისივე თქმით, დღევანდელი სამიტი გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. ოლანდის განცხადებით, ფრანგული მხარე ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ამასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევა დღესვე გახდება შესაძლებელი.

"მზად ვარ კომპრომისისთვის. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას უკვე დღესვე, თუკი ყველა მხარეს ექნება ამის სურვილი", - განაცხადა ციპრასმა.