ბილეთების რიგში მყოფი კიდევ ორი მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ

ბილეთების რიგში მყოფი კიდევ ორი მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ

ვაკის პარკში, უეფას სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფი კიდევ ორი მამაკაცის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს , ორი მამაკაცი ექიმებს ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ.

მანამდე, კრუნჩხვის დიაგნოზით, კიდევ ერთი ერთი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ვაკის პარკთან, დღის განმავლობაში მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა.

სასწრაფოს ექიმებს მოუწიათ რამდენიმე მოქალაქისთვის ადგილზე დახმარების გაწევა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადგილზე რჩებიან და საჭიროებისამებრ, ბილეთების რიგში მდგომებს დახმარებას აღმოუჩენენ.