ამ დროისთვის სუპერთასის 15 784 ბილეთია გასაყიდი

ამ დროისთვის სუპერთასის 15 784 ბილეთია გასაყიდი

ამ დროისთვის გასაყიდია სუპერთასის 15 784 ბილეთი. პირველი კატეგორიის 75 ლარიანი ბილეთები, რომელთა რაოდენობა სულ 10 917 იყო სრულად გაყიდულია. დარჩენილია გასაყიდად 6 000-ზე მეტი მეორე კატეგორიის 35 ლარიანი ბილეთი და დაახლოებით 9 000 მესამე კატეგორიის 18 ლარიანი ბილეთი.

ვაკის პარკიდან ბილეთების საყიდლად გულშემატკივრები შესვლას 50 კაციან ჯგუფებად ახერხებენ. ჯგუფები წინასწარი სიის მიხედვით არის შედგენილი. მოქალაქეები, რომლებიც სიაში არ არიან, ცოცხალი რიგის საშუალებით ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 09.00 საათიდან მიმდინარეობს. უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.