ბრიუსელში ევროჯგუფის მოლაპარაკებები განახლდა

ბრიუსელში ევროჯგუფის მოლაპარაკებები განახლდა

ბრიუსელში ევროჯგუფის გუშინ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდა, რომლზეც ევროპის სავალუტო კავშირში შემავალი წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს განიხილავენ რეფორმასთან დაკავშირებით.

"დისკუსია ძალიან მძიმეა. ვიმედოვნებთ, რომ დღეს მივაღწევთ დიდ პროგრესს", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე შეფასებით, სავარაუდოა მიიღებს თუ არა ევროკომისია მანდატს ათენთან მოლაპარაკებების დასაწყებად საბერძნეთისთვის დახმარების მესამე პაკეტის გადასაცემად.

სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრმა პეტერ კაჟიმირმა გამორიცხა, რომ ევროჯგუფის მოლაპარაკებები დღეს დასრულდეს, რადგან, მისი თქმით, შეთანხმების დღეისთვის მიღწევა შეუძლებელია.