სუპერთასის ბილეთების ყიდვის მსურველებმა ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართეს

სუპერთასის ბილეთების ყიდვის მსურველებმა ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართეს

ფეხბურთის ფედერაციასთან უეფას სუპერთასის ბილეთების ყიდვის მსურველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი მოითხოვენ გაუქმდეს ე.წ. სპეციალური სიები , რომლის საშუალებითაც ბილეთების მყიდველთა 50 კაციანი ჯგუფები შედგა. 

აქციის მონაწილეები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ზვიად სიჭინავასთან შეხევედრასაც ითხოვდნენ, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი მათ არ შეხვდა. 

ფეხბურთის ფედერაციასთან მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე დადგეს სპეციალური უსაფრთხოების ჯებირები და აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, დაბრუნებულიყვნენ რიგში და ბილეთები რიგის საშუალებით შეეძინათ.

საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე დასრულებულია.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 09.00 საათიდან დაიწყო.

უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.