ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის ტემპი ძალიან ცუდია

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის ტემპი ძალიან ცუდია

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, ბილეთების გაყიდვის ტემპი ძალიან ცუდია. როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხბურთის ფედერაცია დღეს, 18:00 საათზე გააკეთებს განცხადებას, თუ როგორ გაგრძელდება ბილეთების გაყიდვა.

"გაყიდულია 2 300 ბილეთი. ეს ძალიან ცუდი ტემპია. ამიტომ ჩვენ ალბათ, 18:00 საათისთვის ვიტყვით, როგორ გაგრძელდება ამ ბილეთების გაყიდვა და როდის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავყიდოთ ბოლომდე, მაგრამ ღამე ხალხს ვერ გავაწამებთ", - განაცხადა სიჭინავამ.