სუპერთასის ბილეთების რიგში მდგომი რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა

სუპერთასის ბილეთების რიგში მდგომი რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა

ვაკის პარკში სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველთა "ცოცხალი რიგი" დგას. ბილეთის შეძენის მსურველები 50 კაციან ჯგუფებად არიან დაყოფილები, რომლებიც წინასწარი გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად უნდა შეიყვანონ ფედერაციის მიერ დანიშნულმა ორგანიზატორებმა. მიუხედავად ამისა, ბილეთების საყიდლად რიგში მდგომ პირებს შორის ხშირია შელაპარაკება. ბილეთების ყიდვის მსურველები ძირითადად უკმაყოფილებას ურიგოდ მიმავალი პირების, ან იმ ორგანიზატორების მიმართ გამოხატავენ, რომლებიც მათი თქმით, რიგს არღვევენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომლებიც ცდილობენ სიტუაცია გააკონტროლონ. 

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ვაკის პარკიდან იტყობინება, რიგში მდგომი რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა. მათ სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს
სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 09:00 საათზე დაიწყება.