სოხუმში წყალდიდობაა

სოხუმში წყალდიდობაა

დიდი რაოდენობით მოსულმა ნალექმა სოხუმის ცენტრალური რაიონი და ქუჩები დატბორა. ადიდებულმა მდინარეებმა აძიაფშმა და სუხუმკამ ქალაქს დიდი ოდენობით ზარალი მიაყენა. ადგილობრივმა დეფაქტო ხელისუფლებამ ქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს ურჩია, ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ.

წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დეფაქტო პრემიერის, არტურ მიქვაბიას განცხადებით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის, ხოლო ყველა დაზარალებულს სათანადო დახმარება გაეწევა.

მიქვაბიას ცნობით, სტიქიამ ქალაქს უდიდესი ზიანი მიაყენა. დანგრეულია ცენტრალური ქუჩები და დატბორილია საცხოვრებელი სახლები.