სერბეთის პრემიერ მინისტრს ქვები და ბოთლები დაუშინეს

სერბეთის პრემიერ მინისტრს ქვები და ბოთლები დაუშინეს

სერბეთის პრემიერმინისტრ ალექსანდრე ვუჩიჩს, რომელიც სრებრენიცაში ტრაგედიიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ქვები და ბოთლები დაუშინეს.

დემონსტრანტების მიერ ნასროლი ქვა პრემიერს თავში მოხვდა და სათვალე გაუტეხა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრემიერმა ძეგლთან გვირგვინი მიიტანა.

პოლიციამ დამნაშავე დააკავა, ხოლო შემთხვევის ადგილიდან სერბეთის დელეგაციის ევაკუაცია განხორციელდა.