საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შედეგი ყველასთვის ცხდია

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შედეგი ყველასთვის ცხდია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 15 ივლისს პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გასამართი შეხვედრის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შედეგი ყველასთვის ცხდია.

"ორი წლის განმავლობაში ურთიერთსაქონელბრუნვა ერთნახევარჯერ გაიზარდა და 850 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, რუსეთში საქართველოს ექსპორტი 5-ჯერ გაიზარდა, რაც მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ღვინოზე და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე შეზღუდვები მოიხსნა. აღდგენილია თანამშრომლობა საერთაშორისო ავტოგადაზიდვების კუთხით. აღდგენილია რეგულარული ავიამიმოსვლა: ჯერ მოსკოვსა და თბილისს შორის, შემდეგ კი სხვა მიმართულებებით. 15 ივლისს პრაღაში გავაგრძელებთ ყველა საკითხის განხილვას. ახალი ელემენტი იქნება მოლაპარაკებებში ტრანსპორტის სფეროს ექსპერტების ჩართვა. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო ღრმად განვიხილოთ ამ დარგში მომავალი ურთიერთქმედებები", - განაცხადა კარასინმა.