ბილეთების შეძენის მსურველებმა ვაკის პარკში კარვები და ჰამაკები გაშალეს

ბილეთების შეძენის მსურველებმა ვაკის პარკში კარვები და ჰამაკები გაშალეს

უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების შეძენის მსურველების ნაწილმა ვაკის პარკში კარვები, ნაწილმა კი ჰამაკი გაშალა. ფეხბურთის გულშემატკივრები ამაღამაც ვაკის პარკში დარჩენას გეგმავენ, რათა "ცოცხალ რიგში" საკუთარი ადგილი შეინარჩუნონ.

ვაკის პარკში შეკრებილთა კიდევ ერთ ნაწილს პარკის ტერიტორიაზე პლედები აქვს გაშლილი და მასზე არიან მოთავსებული. რაც შეეხება InterPressNews.Geსისუფთავის კუთხით არსებულ მდგომარეობას, პარკი საგრძნობლად დანაგვიანებულია. ტერიტორიაზე ყრია ბოთლები, სიგარეტის კოლოფები და სხვა სახის ნარჩენები.

არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში ამ დროისთვის "ცოცხალ რიგში" 3 200-ზე მეტი ადამიანი დგას. ბარსელონა-სევილიას მატჩის ბილეთის შეძენის მიზნით მათ პარკში შეკრება პარასკევს საღამოს დაიწყეს.