რიგის მოსაწესრიგებლად ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყეს

რიგის მოსაწესრიგებლად ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყეს

ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყეს, რათა უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველთა რიგი მოწესრიგდეს და უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მომუშავე პირებმა განუცხადეს, დავალების შესაბამისად ისინი რიკინის ჯებირებით გადაკეტავენ ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელს, ბილეთების შეძენის მსურველებს კი ვაკის პარკში შესვლა ე.წ. გვერითა შესასვლელიდან შეეძლებათ. ისინი სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეძლებენ ბილეთების შეძენის მსურველთა რიგში ჩადგომას.

რკინის კონსტრუქციების ადგილზე მიტანა შსს-ს გადაწყვეტილებით მოხდა.