ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 17:00 საათზე შედგება

ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 17:00 საათზე შედგება

ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრები იკრიბებიან. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული. "ბიბისის" ცნობით, ევროპის დედაქალაქში უკვე ჩავიდა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, ევკლიდ ცაკალატოსი. ბრიუსელში იმყოფებიან საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებიც. ევროზონის ფინანასთა მინისტრებმა ათენის მიერ წარდგნილი რეფორმების ახალ გეგმაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც გერმანიის წარმომადგენელი აცხადებს, შეხვედრის შედეგები სრულიად ღია იქნება მედიისა და საზოგადოებისთვის.

საბერძნეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს გუშინ ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ხვალ ევროკავშირის მორიგ საგანგებო სამიტზე მიიღებენ. თუ ევროპელ ლიდერებთან საბერძნეთის მთავრობამ კონსენსუსს ვერ მიაღწია, მაშინ ათენი ფულის გარეშე დარჩება. თუმცა, საერთაშორისო კრედიტორები ამბობენ, რომ საბერძნეთის გეგმა დადებითია.