დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ამჯერად გორის რაიონში დაამონტაჟეს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ამჯერად გორის რაიონში დაამონტაჟეს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მორიგი ბანერები ამჯერად გორის რაიონში დაამონტაჟეს. სოფელ ხურვალეთის სახნავ-სათეს ფართობებში რუსი ე.წ. მესაზღვრეები და დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები გუშინ საღამოს გამოჩნდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული ბანერების მონტაჟის საფუძველზე სოფლის კუთვნილი მიწების დაახლოებით 70% ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

ხურვალეთის მცხოვრებლებს ბანერის მიღმა დარჩენილ ტერიტორიაზე 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე ხორბალი და ქერი აქვთ დათესილი. თუმცა ამბობენ, რომ მოსავლის აღებას ვეღარ შეძლებენ. ამის თაობაზე შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივები გუშინ უკვე გააფრთხილეს. ხურვალეთისა და წითელუბნის მცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების საძოვრებიც დაკარგეს. შესაბამისად, ბევრ მათგანს პირუტყვის გაყიდვა მოუწევს.