ვაკის პარკთან პატრულის თანამშრომლები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

ვაკის პარკთან პატრულის თანამშრომლები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ვაკის პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომლები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საღამოს, 18:00 საათიდან ადგილზე ჯებირების მოწყობაც დაიწყება.

"ამჟამად როგორც ვაკის პარკში, ისე პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია. უკვე 18:00 საათიდან დაიწყება ჯებირების მოწყობა და გეგმის მიხედვით მიმართულებების მოწყობა", - განმარტეს შსს-ში.

როგორც ცნობილია, ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასწრების მსურველთა რიცხვი ვაკის პარკში ყოველ წუთს იზრდება. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ისინი ხვალ ბილეთების შეძენას შეძლებენ.

შექმნილია ჯგუფები და თითოეული ასეთი ჯგუფი 50 პირს აერთიანებს. ჯგუფებს ჰყავს თავიანთი ხელმძღვანელი.