მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, ჩინეთში 800 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, ჩინეთში 800 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონში, სანაპირო ქალაქებიდან 800 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

"ბი-ბი-სის" ცნობით, დღის მეორე ნახევარში რეგიონში ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე საათში 187 კილომეტრს მიაღწევს.

უამინდობის გამო დაახლოებით 400 ავიარეისი უკვე გაუქმებულია. ჩინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, მოსალოდნელი ტაიფუნი ყველაზე ძლიერი იქნება რეგიონში 1949 წლის შემდეგ. 

ძლიერმა შტორმმა კვირის დასაწყისში ფილიპინებსაც გადაუარა, სადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ტაივანსა და იაპონიაში კი რამდენიმე დაშავდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.