„უნდა დავიწყოთ ფრთხილი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების დასაახლოვებლად“

„უნდა დავიწყოთ ფრთხილი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების დასაახლოვებლად“

რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობებზეც საპარლამენტო თანამშრომლობის მექანიზმები უნდა დამუშავდეს.

სლუცკიმ ეს განცხადება მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა, სადაც, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით, საერთაშორისო მრგვალი მაგიდა იმართება. საერთაშორისო სამართლის კრიზისისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეები გლობალური უშიშროების საფრთხეებზე მსჯელობენ. მასში გერმანიის, საქართველოს, იტალიის, კანადის, აშშ-ის, თურქეთის, საფრანგეთის, შვედეთის და დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფორუმზე იმყოფება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

„უნდა დავიწყოთ ფრთხილი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების დასაახლოვებლად, ასევე, აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად. სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობებზეც უნდა დამუშავდეს საზოგადოებრივი და კულტურული საპარლამენტო თანამშრომლობის მექანიზმები. ამაზე ვისაუბრეთ ნინო ბურჯანაძესთანაც. ჩვენ მას ვთვლით ძლიერ და გამოჩენილ ქართველო პოლიტიკოსად, რომელიც ფიქრობს და ცხოვრობს თავისი ქვეყნის ინტერესებით. ბურჯანაძე არ არის პრორუსი, ის პროქართველი პოლიტიკოსია, რომელიც თვლის, რომ საქართველოს კეთილდღეობისათვის საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება“, - განაცხადა სლუცკიმ "მაესტროსთან" საუბრისას.