პეტრო პოროშენკო:   უკრაინაში ტერორიზმის საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზარდა

პეტრო პოროშენკო: უკრაინაში ტერორიზმის საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზარდა

უკრაინაში ტერორიზმის საფრთხე "მნიშვნელოვნად გაიზარდა", - ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ რეგიონებიდან სხვა რეგიონებში იარაღის დიდი ნაკადი შედის, პრორუსი მებროლები კი ბრძოლას და თავდასხმებს განაგრძობენ.

"პარტიზანებისა და ტერორისტების საფრთხეების დონე რეგიონში კონფლიქტის ზონის მიღმაც გაიზარდა", - აღნიშნა პოროშენკომ ქვეყნის პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, კრიმინალები ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილი არასტაბილური გარემოთი სარგებლობენ. აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე წელიწადზე მეტია შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს ქვეყნის არმიასა და სეპარატისტ მებრძოლებს შორის. კიევი და დასავლეთი ამბოხებულების მხარდაჭერაში რუსეთს ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.