უმცირესობა სხდომების

უმცირესობა სხდომების "ოჯახური მდგომარეობის" მიზეზით გაცდენის შეზღუდვას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს

საპარლამენტო უმცირესობა დეპუტატების მიერ სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის ჩამონათვალიდან "ოჯახური მდგომარეობის" ამოღების ინიციატივას აპროტესტებს.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ბარამიძემ გამოხატა. მისი შეფასებით, კანონპროექტი პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, დეპუტატების ნაწილს აქტივობები აქვთ და ხშირად გასვლები უწევთ, რის გამოც სხდომებს ვერ ესწრებიან. ბარამიძის ამ განცხადებას სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის რეგლამენტი ადგენს თუ რა მიზეზით შეიძლება გააცდინოს სხდომა დეპუტატმა. უსუფაშვილის განცხადებით, 14 დღეში ორი დღე დეპუტატი ვალდებულია სხდომებს დაესწრო და არ გააცდინოს, დანარჩენი დრო კი მას შეუძლია ისე გამოიყენოს როგორც მას უნდა.

დღეს პარლამენტში რეგლამენტში ცვლილებებს პირველი მოსმენით განხილავენ, რომლის მიხედვით ოჯახური მდგომარეობით სხდომების გაცდენა პარლამენტის რეგლამენტიდან ამოღებული იქნება.