გიორგი ჯიშკარიანს 2003 წელს ძმა გოგა ჯიშკარიანი გარდაეცვალა, 10 წლის შემდეგ, 2013 წელს კი მეორე ძმა, თენგიზ ჯიშკარიანი დაეღუპა. თავად გიორგიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია და 2015 წლის 26 თებერვლის შემდეგ იაშვილის კლინიკის რენიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
გიორგის დედის, ია კოხრეიძის თქმით, მის შვილს საშინელი მუცლის ტკივილი და შეუჩერებელი ღებინება აღენიშნებოდა, ჰქონდა ფილტვების ანთება და კუჭნაწლავის ატონია.
„გიორგის ძირითადი დიაგნოზი ჯერჯერობით ისევ დაუდგენელია, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრებაა. მკურნალობის გაგრძელებისათვის საჭიროა 50 ათასი ევრო. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩემს შვილს უკვე გამოუყო 10 ათასი ევრო, მაგრამ დანარჩენი თანხის მოძიება ვერ ხერხდება“, - აცხადებს ქალბატონი ია.
სავარაუდოდ, სწორედ დარჩენილი თანხის მოძიების მიზნით, ჯიშკარიანის ახლობლების და გულშემატკივრების მონაწილეობით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია გაიმართა, სადაც მათ თხოვნით მიმართეს ყოფილ პრემიერს, დაეხმაროს გიორგი ჯიშკარიანს მკურნალობის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად.
ის, რომ ოჯახის ახლობლები სამკურნალო ფულის მოძიებას ცდილობენ, უცხო არაა, მაგრამ... აქციის მონაწილეთა რაოდენობა 15 ადამიანი იყო, თუმცა ჯიშკარიანი-კოხრეიძის მხრიდან აქციას მხოლოდ 5 ადამიანი ესწრებოდა, დანარჩენები კი ექსპრემიერის სახლთან თეონა ჭალიძემ მიიყვანა.
სანამ იმას გეტყოდეთ, ვინ არის თეონა ჭალიძე, იმ თანხებს გაგაცნობთ, რომელიც ხელისუფლებამ ჯიშკარიანს უკვე გადაურიცხა: თბილისის მერიის მიერ: 1) 23.05.2014წ. - 49 000 ( ორმოცდაცხრაათასი ) ლარი – აღნიშნულპერიოდში 20 000 (ოციათასი) ევროს ეკვივალენტი. 2) 23.04.2015წ. – 3 000 (სამიათასი) ლარი. 3) 15.06.2015წ. - 10 000 (ათიათასი) ლარი. _ საქ. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ: 1) 19.04.2013წ. – 10 000 (ათიათასი) ევრო. 2) 01.02.2014წ. - 5 000 (ხუთიათასი) ლარი. 3) 11.06.2015წ. – 10 000 ( ათიათასი) ევრო.
ახლა რაც შეეხება ჭალიძეს. მისი ქმარი თბილისის მერად გიგი უგულავას ყოფნის დროს, მერიის აპარატში მუშაობდა. იქვე მუშაობდა თავად ქალბატონი თეონაც, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა და გიგიმ მერიიდან „მატროსოვზე“ გადაინაცვლა, ჭალიძემ არასამათავრებო ორგანიზაციები: ,,დროა“, „მონიტორინგის ცენტრი - მედიატორი” და ,,ქალები საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. პარალელურად, ჭალიძე არის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონის, ნავთლუღის ტერიტორიის აღმასრულებელი მდივანი.