ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
მისი თქმით, ის და ირაკლი ღარიბაშვილი ერთად ემსახურებიან ქვეყანას და ხალხს.
"არანაირი დაპირპისპირება არ არსებობს ჩემსა და ირაკლის შორის. პირველ რიგში გარდა იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრია და მე ვიცე-პრემიერი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, ჩვენ ვართ მეგობრები. იყო ინტრიგები, მცდელობები, შეიძლება გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება გარე პიროვნებებისგან, მაგრამ ვერავინ მოახერხებს იმას, რომ ჩემსა და ირალის შორის ჩამოაგდოს რაიმე გაურკვევლობა, ან დაძაბული ურთიერთობა. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წევრები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ეს მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ.